როგორ ავირჩიოთ იდეალური ჯაკუზი სახლში
სახლისთვის ჯაკუზის შერჩევა მხოლოდ დიზაინის არჩევა არ არის. ხარისხიანი და უსაფრთხო ჰიდრომასაჟური აბაზანა უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მნიშვნელოვან მოთხოვნას. ქვემოთ გაეცნობით ძირითადი კრიტერიუმებს, რომლებიც დაგეხმარებათ საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში.
1. მასალა – ABS vs აკრილი
ჯაკუზები ძირითადად მზადდება ორი ტიპის მასალისგან:
- ABS – გამოიყენება იაფფასიან მოდელებში (1500–2000 ლარამდე). ნაკლებად გამძლე და მოკლევადიანი მასალაა.
- აკრილი – თანამედროვე სტანდარტი. მაღალი ხარისხი, გამძლეობა, მარტივი მოვლა და ესთეტიკა. უმეტესობა პრემიუმ აბაზანებისა და ჯაკუზებისა მზადდება სწორედ აკრილისგან.
რეკომენდაცია: მოერიდეთ ABS მასალას, თუ გსურთ გრძელვადიანი, მყარი და ხარისხიანი ჯაკუზი.
2. ჯაკუზი და ჯანმრთელობა
ჯაკუზის გამოყენება კუნთების მუდმივი დაჭიმულობის ან ტკივილის შესამსუბუქებლად კარგი საშუალებაა. მიზანმიმართული მასაჟისა და თბილი წყლის ერთად გამოყენება ამცირებს ანთებას, ადუნებს კუნთებს და ხსნის დისკომფორტს.
ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, როგორიცაა ფიბრომიალგია, ართრიტი და სპორტული ტრავმები. ჯაკუზის მიღება აგრეთვე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და უჯრედების აღდგენას.
3. უსაფრთხოება
აუცილებელია სწორი ელექტრო-გაყვანილობა და დამიწება. მისმა არ ქონამ შეიძლება სისტემა გადაწვას ან დააზიანოს.
4. ზომა და განთავსება
ჯაკუზის ზომის შერჩევისას გაითვალისწინეთ:
- სააბაზანოს ფართობი
- დერეფნები
- კარის სიგანე
ჯაკუზი ხშირად ვერ შედის პატარა კარებში, ამიტომ წინასწარი გაზომვა აუცილებელია.
5. გაყვანილობა
ჯაკუზის შერჩევა სასურველია მოხდეს კაფელ-მეტლახის დაგებამდე, რომ სწორად გაიყვანოთ:
- კანალიზაციის მილი
- ელექტროენერგია
- ცივი და ცხელი წყლის მილები (თუ მოდელს აქვს შემრევი)
ამით თავიდან აიცილებთ ზედმეტ ხარჯებსა და ხელახალ რემონტს.
6. ჯაკუზის ფუნქციონალურობა
ჰიდრომასაჟიანი აბაზანის ეფექტურობა პირდაპირ არის დაკავშირებული ჯეტების რაოდენობასთან.
- ბევრ მოდელს აქვს მხოლოდ 2–4 ჯეტი.
- ნორმალურ, ფუნქციურ ჯაკუზს აქვს 8–10+ წყლის ჯეტი.
ყურადღება მიაქციეთ:
- ძირის ჯეტები სჯობს იყოს თითბერის (ლატუნის) – პლასტმასა ადვილად ზიანდება.
- სასურველია ჰქონდეს სისტემის თვითდაცლის ფუნქცია, რათა მილებში წყალი არ გაჩერდეს და არ გაჩნდეს ობი ან სოკო.
7. ჯაკუზის მოვლა
ჯაკუზის მოვლა რთული არ არის:
- გაწმინდეთ მსუბუქი საწმენდებით (Domestos, Sif და სხვ.)
- წელიწადში 1–2-ჯერ გამოიყენეთ სპეციალური ჯაკუზის სისტემის სარეცხი სითხე
- არ გამოიყენოთ ძლიერი მჟავიანობის პროდუქტები (მაგ. „კროტი“) – ისინი აზიანებენ პლასტმასის მილებსა და სიფონს.
8. სერვისი და სათადარიგო ნაწილები
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ბევრი მყიდველი ყურადღებას არ აქცევს.
- შეამოწმეთ, აქვს თუ არა კომპანიას ადგილზე სათადარიგო ნაწილები
- არ ენდოთ ფრაზებს: „ბაზარზე იშოვება“ ან „შემოგიტანთ“
- ბრენდები ხშირად ცვლიან ელექტრო ბლოკებს, ღილაკებსა და ჯეტებს – ძველი და ახალი მოდელები ერთმანეთთან თავსებადი არ არის
რეკომენდაცია: იყიდეთ ჯაკუზი იმ მაღაზიისგან, რომელსაც სტაბილური მოდელები და გარანტირებული ნაწილები აქვს.
9. გარანტია
როდესაც ყიდულობთ ჯაკუზს, აუცილებლად იკითხეთ რა გარანტია აქვს. რეალური გარანტია უნდა მოითხოვოთ გამყიდველისგან და არა მხოლოდ ქარხნის დაპირებაზე დაყრდნობით.
იკითხეთ აგრეთვე, კონკრეტულად რაზე ვრცელდება გარანტია.
10. დიზაინი – პრაქტიკული არჩევანი
დიზაინი ინდივიდუალურია, თუმცა პრაქტიკული რჩევებიც არსებობს:
- მოერიდეთ ჯაკუზებს შუშის პანელებით
- სწრაფად ლაქდება
- რთულია მოვლა
- დროთა განმავლობაში რეზინა შრება და წყლის გაჟონვას იწყებს
- ნაკლები ჯეტები აქვთ
დასკვნა
ჯაკუზის შერჩევისას ხარისხი, უსაფრთხოება, სერვისი და მასალა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ დიზაინი და ფასი. სწორად შერჩეული ჯაკუზი გამძლეა, უსაფრთხოა და მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ.
თუ გეგმავთ ჯაკუზის ყიდვას, შეგიძლიათ იდეალური მოდელი პირდაპირ ჩვენს კატალოგში შეარჩიოთ — სადაც წარმოდგენილია ჯაკუზების ყველაზე დიდი არჩევანი საქართველოში. სხვადასხვა ზომისა და ფუნქციონალის გამო, ყველას შეუძლია იპოვოს საკუთარ სივრცესა და ბიუჯეტზე მორგებული საუკეთესო ვარიანტი.