წყლის შემრევის (ონკანის) შერჩევა და მითითებები
წყლის შემრევის (ონკანის) სწორად შერჩევა მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც სააბაზანოს დიზაინში, ისე მის კომფორტსა და გამძლეობაში. ბაზარზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი მოდელები, ფერები და მასალები, რაც არჩევანს ართულებს. ქვემოთ გთავაზობთ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებიც დაგეხმარებათ ხარისხიანი და პრაქტიკული ონკანის შერჩევაში.
1. ჩასაშენებელი თუ არაჩასაშენებელი ონკანი
ჩასაშენებელი წყლის შემრევი
ჩასაშენებელი ონკანის მთავარი უპირატესობა მისი მინიმალისტური დიზაინი და ესთეტიკური იერსახეა. იგი იდეალურად ერგება თანამედროვე ინტერიერს.
გაითვალისწინეთ:
- ჩასაშენებელი ონკანი, როგორც წესი, იგივე ან ოდნავ უფრო ძვირი ღირს სტანდარტულ მოდელებთან შედარებით
- მისი მონტაჟი აუცილებელია კაფელის ან მეტლახის გაკრობამდე
- საჭიროებს წინასწარ დაგეგმვას რემონტის ეტაპზე
არაჩასაშენებელი ონკანი
არაჩასაშენებელი (სტანდარტული) ონკანები გამოირჩევა ფართო არჩევანითა და მოქნილობით.
უპირატესობები:
- მოდელებისა და ფასების დიდი არჩევანი
- მარტივი მონტაჟი და საჭიროების შემთხვევაში – მარტივი შეცვლა
- პრაქტიკული გადაწყვეტა ნებისმიერი ტიპის სააბაზანოსთვის
2. დანიშნულება და საჭიროება
ონკანის შერჩევა რეკომენდებულია მას შემდეგ, რაც შეარჩევთ სააბაზანოში არსებულ ძირითად სანიტარულ მოწყობილობებს.
ნიჟარისთვის
ონკანი უნდა შეესაბამებოდეს ნიჟარის ზომას, სიმაღლესა და სტილს, რათა წყლის გამოყენება იყოს კომფორტული და პრაქტიკული.
აბაზანისთვის ან საშხაპისთვის
- საშხაპე (დუშ-კაბინა): უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება უცხვირო ონკანები, რადგან საშხაპეს წყლით ავსება არ სჭირდება და ეს სივრცის ეკონომიას უზრუნველყოფს
- აბაზანა: აუცილებელია ცხვირიანი ონკანი, რომელიც საშუალებას გაძლევთ აბაზანის სწრაფად ავსებას
3. ონკანის ფერი
ფერის შერჩევისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი:
ფასი
ფერადი წყლის შემრევები (შავი, ოქროსფერი, ბრინჯაო და სხვ.) უფრო ძვირია, ვიდრე კლასიკური ქრომირებული მოდელები.
ფერის იდენტურობა
ერთსა და იმავე ფერს სხვადასხვა ბრენდი შესაძლოა მცირედ განსხვავებულ ტონალობაში აწარმოებდეს. რეკომენდებულია ყველა პროდუქტის ერთ მაღაზიაში შეძენა, რათა ფერები მაქსიმალურად დაემთხვეს ერთმანეთს.
მომსახურება და შეკეთება
აირჩიეთ მაღაზია ან ბრენდი, რომელსაც აქვს სათადარიგო ნაწილები და სერვისის მხარდაჭერა.
4. მოვლა და წმენდა
წყლის შემრევების მოვლა მარტივია, თუმცა მნიშვნელოვანია სწორი საშუალებების გამოყენება.
არ გამოიყენოთ:
- ძლიერი მჟავიანობის მქონე საწმენდი სითხეები
მჟავე ნივთიერებები აზიანებს ონკანის დამცავ ზედაპირს და ამცირებს მის ექსპლუატაციის ვადას.
5. მასალა – ხარისხის მთავარი ფაქტორი
თუ გსურთ, რომ ონკანმა მრავალი წელი გაგიძლოთ, უპირატესობა მიანიჭეთ თითბერის (ლატუნის) წყლის შემრევებს.
იაფფასიანი ჩინური ონკანები ხშირად მზადდება თითბერის, ტყვიისა და თუთიის ნარევისგან, რაც:
- სწრაფად ცვდება
- დაბალი ხარისხისაა
- შესაძლოა საზიანოც იყოს ჯანმრთელობისთვის
6. წარმოების ქვეყანა
ონკანის შეძენისას ყურადღებით დაათვალიერეთ შეფუთვა.
ევროპული პროდუქტი ყოველთვის შეიცავს:
- წარმოების ქვეყანას
- მწარმოებლის მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას
- ვებსაიტს
- შტრიხკოდს
ბევრი ჩინური კომპანია იყენებს სხვადასხვა მეთოდებს კლიენტების მოსატყუებლად. ჩინეთში აკრძალულია 2019 წლიდან რომ დააწერო დამზადების ქვეყნად სხვა ქვეყანა. ამის გამო მათ მიმართეს სხვადასხვა ტაქტიკებს. ეს არის :
- უბრალოდ ევროპული დროშის დახატვა
- დაწერა რომ დამზადებულია ამა თუ იმ ბაზრისთვის (მაგალითად Made for Germany)
- არაფრისმთქმელი ფრაზები:
„გერმანული ტექნოლოგია“, „იტალიური დიზაინი“, „ესპანური ელეგანტურობა“ - დაწერა არასწორედ წარმოებული ქვეყნის (Made in German).
- ყალბი ევროპული მისამართის მითითება (მაგ. Hamburg, Frammen Strasse 12
- ევროპულად ჟღერადი ბრენდის სახელის მოფიქრება
რჩევა: ყოველთვის დააზუსტეთ რეალური წარმოების ქვეყანა გამყიდველთან.
დასკვნა
წყლის შემრევის სწორად შერჩევა ნიშნავს კომფორტს, უსაფრთხოებასა და ხანგრძლივ გამოყენებას. ყურადღება მიაქციეთ მონტაჟის ტიპს, დანიშნულებას, მასალას, ფერს და წარმოების ქვეყანას — ეს დაგეხმარებათ საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში.
თუ გეგმავთ წყლის შემრევის (ონკანის) შეძენას, შეგიძლიათ იდეალური მოდელი პირდაპირ ჩვენს კატალოგში შეარჩიოთ — სადაც წარმოდგენილია საუკეთესო ხარისხის ონკანებისა და შემრევების ფართო არჩევანი საქართველოში. სხვადასხვა დიზაინის, ზომისა და ფუნქციონალის გამო, შეგიძლიათ შეარჩიოთ საკუთარ სივრცესა და ბიუჯეტზე მორგებული საუკეთესო ვარიანტი.